Tuesday, August 2, 2011

დარეჯან მურუსიძე

პროექტის სახელწოდება: დავიცათ ჩვენი ბუნება დაბინძურებისაგან.
პროექტის მთავარი იდეა [თემა] 1-2 წინადადებით: მოვაწესრიგოთ ნაგავსაყრელი ადგილები.
პროექტის აქტუალობა:განისაზღვრება იმით,რომ სანაგვეზე გადაყრილ ძონძებს და პოლიეთილენის ბოთლებს და პარკებს ჭამს საქონელი. იწამლება და იხოცება.დანაგვიანებული ტერიტორიები ბაქტერიების და მავნებლების თავშესაფარია და დასანახადაც ძალზე არა სასიამოვნოა.სოგჯერ ამ ნაგავს ცეცხლს უკიდებენ რაც ძალზე აბინძურებს ჰაერს.
პროექტის მიზნები: უნდა აიკრიფოს ნაგავი დასუფთავდეს ტერიტორია,დაიდგას ნაგავსაყრელი ურნები,რაიონის ეკოლოგიურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს მოსახლეობიდან ჩაიბაროს ზემოთ ხსენებული ნარჩენები მეორადი გადამუშავებისთვის.
მონაწილეთა ასაკი: პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა შრომის უნარიან ადამიანს,როგორც სკოლის მოსწავლეებს ასევე სოფლის მოსახლეობას.
ვადები/ხანგრძლივობა/:პროექტის შესრულება უნდა დაიწყოს 2011 წლის სექტემბრიდან აუცილებლად უნდა განხორციელდეს ზამთრის დადგომამდე ანუ სამ თვეში.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,/რაც შეიძლება შეიქმნას: შედეგად მივიღებთ სუფთა გზის პირებს ,სუფთა მდინარეებს დამათ ხეობებს და სუფთა ჰაერს.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანური რესურსი,ხელთათმანები საჭირო რაოდენობით. სანაგვე ყუთები.ნიჩბები ორმოს ამოსაღებად. სატვირთო მანქანა.
პროექტის მსვლელობა[ძირითადი აქტივობები]:პირველ რიგში ხელით უნდა აგროვდეს ნაგავი.ამოითხაროს ორმოები და დაიმარხოს.ან სატვირთო მანქანით გატანილი იქნას გასანადგურებელ ტერიტორიაზე.მოსახლეობა უნდა გაფრთხილდეს,რომ ნარჩენები ძველებურად აღარ გადაყაროს.რაიონის ეკოლოგიურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს მოსახლეობიდან ნარჩენების გატანა მეორადი გა დამუშავებისთვის.   .
საგნებთან, ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან კავშირი: ეს პროექტი უკავშირდება ბიოლოგიას კერძოდ ეკოლოგიური ფაქტორების გაუმჯობესებას.
პროექტის ხელმძღვანელი:ბიოლოგიის მასწავლებელი:დარეჯან მურუსიძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:darejanmurusidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი ბლოგი; darejanmurusidze.blogspot.com.

No comments:

Post a Comment